ევროკავშირი დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს. გადადაწყვეტილება საზოგადოებას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გააცნო. როგორც მან აღნიშნა, ევროკომისია ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას უახლოეს დღეებში წარადგენს. ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა ქართველი პოლიტიკოსწბის მხრიდან.