ვისკონსინის პოლიციამ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია განაახლა - Palitra News

ვისკონსინის პოლიციამ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია განაახლა

2024-12-17 09:40:10+04:00

ვისკონსინის პოლიციამ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია განაახლა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის თავად თავდამსხმელი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო. მოკლულებს შორის არიან ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლე. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ხუთი დაღუპულის შესახებ. დაშავებულია ასევე ექვსი მოსწავლე, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელის მოქმედების მოტივი უცნობია. შემთხვევა ქალაქ მედისონში მდებარე ერთ-ერთ ქრისტიანულ სკოლაში მოხდა. მედისონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სამართალდამცველებს იარაღი არ გამოუყენებიათ და ცეცხლი არ გაუხსნიათ.