კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს სირიისთვის სანქციების შესამსუბუქებლად, თუ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს - Palitra News

კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს სირიისთვის სანქციების შესამსუბუქებლად, თუ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს

2024-12-17 09:39:11+04:00

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს სირიისთვის სანქციების შესამსუბუქებლად, თუ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს ინკლუზიური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების უფლებების დასაცავად. კალასის თქმით, ევროკავშირმა გაგზავნა დიპლომატი ისლამისტური დაჯგუფების „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ წარმომადგენლებთან შესახვედრად. ამასთან, როგორც ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ბრიუსელში გამართულ მინისტერიალის ბევრმა მონაწილემ განაცხადა, რომ სირიამ თავიდან უნდა მოიშოროს რუსული გავლენა, მათ შორის რუსული ბაზები ქვეყანაში. „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“, რომელიც არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დამასკოში მმართველ ძალად მოიაზრება. 2020 წელს ევროკავშირმა დაჯგუფებას მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაში, წამებასა და სიკვდილით დასჯაში დასდო ბრალი.