ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ცდილობენ ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დამალონ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ცდილობენ ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დამალონ

2024-12-17 09:38:13+04:00

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ცდილობენ ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დამალონ. ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ბრძოლებში რუსული არმიის მხარეს იბრძვიან და ამ ძალების განადგურების შესახებ ბევრი დეტალი არსებობს. წინასწარი მონაცემებით, რუსები ჩრდილოეთ კორეელების დანაკარგების დამალვას ცდილობენ. უკრაინის თავდაცვის ძალები და დაზვერვა არკვევს სრულ ინფორმაციას იმ რუსული ქვედანაყოფების რეალური დანაკარგების შესახებ, რომელშიც კორეელებიც არიან ჩართული. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 16 დეკემბერს განაცხადა, რომ 14 და 15 დეკემბერს რუსეთის კურსკის ოლქის რამდენიმე სოფელში ჩრდილოეთ კორეის არმიის ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს - საუბარია მინიმუმ 30 დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცზე.