რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს ისევ განახლდება - Palitra News

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს ისევ განახლდება

2024-12-17 09:36:12+04:00

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს ისევ განახლდება. პროტესტის მე-19 დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო კორდონი არ მდგარა. პარლამენტის პერიმეტრს რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი აკონტროლებდა. უკვე მე-20 დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ყოველ საღამოს იმართება, პარალელურად, დღის განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა უბანში ლოკალურ აქციებსა და საპროტესტო მსვლელობებს მართავენ. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებაა. როგორც აქციებში მონაწილე ოპოზიციური პარტიებისს წარმომადგენლები და ექსპერტები ამბობენ, საპროტესტო აქციების ტალღა ახალი არჩევნების დანიშვნამდე და დაკავებულების გათავისუფლებამდე გაგრძელდება. მათივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა პროტესტს არალეგიტიმური მთავრობის შეცვლამდე არ შეწყვეტს.