ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციები გააფართოვეს და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც დაასანქცირეს. ექსპერტების თქმით, სიმბოლურია რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან პირველები, რომლებმაც საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირეს, რადგან მათაც მსგავსი ისტორია აქვთ გამოვლილი. ექსპერტები ქართველი ხალხისთვის ევროპის ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობენ და იმედოვნებენ, რომ სანქციები “ქართული ოცნების” შემდგომ ნაბიჯებზე დიდ გავლენას მოახდენს.