“ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაგმო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმაც. სენატორი მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყაველაშვილი იყო ცენტრალური ფიგურა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში, მათ შორის რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის თანაავტორობაში. სენატორის განმარტებით, ახლა შეერთებული შტატები და მოკავშირეები მტკიცედ უნდა დაუდგნენ ქართველი ხალხს გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში.