არმაზ ახვლედიანი - ბრიუსელი მიჰყვება „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ დასანქცირების, არამედ არაღიარების და იზოლაციის გზას - Palitra News

არმაზ ახვლედიანი - ბრიუსელი მიჰყვება „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ დასანქცირების, არამედ არაღიარების და იზოლაციის გზას

2024-12-16 23:07:33+04:00

ეს მხოლოდ დასაწყისია, სულ მალე უნდა ველოდოთ ფინანსურ სანქციებს, რაც პირველ სანქციებზე გაცილებით უფრო მძიმე და მტკივნეული იქნება დასანქცირებული პირებისთვის , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირში მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.