საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების საბოლოო მიზანია, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა კეთილდღეობის შესაბამის სტანდარტებს სწორედ 2030 წლისთვის აკმაყოფილებდეს. მან ამის შესახებ ქვესადგურ „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე განაცხადა. კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული.