შალვა პაპუაშვილი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება - Palitra News

შალვა პაპუაშვილი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება

2024-12-16 15:57:03+04:00

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების კრიტიკის საპასუხოდ, პაპუაშვილი აცხადებს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობისთვის ქართული ენის ცოდნა ყოველთვის მთავარი კრიტერიუმი იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო ცვლილებები, რომლებიც რიგ შეზღუდვებს გულისხმობს. რა პასუხი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს დამატებითი შეზრუდვების მიღებასთან დაკავშირებით.