შავ ზღვაში ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა კატასტროფა განიცადა - Palitra News

შავ ზღვაში ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა კატასტროფა განიცადა

2024-12-16 12:27:31+04:00

შავ ზღვაში ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა კატასტროფა განიცადა. ნავთობმზიდებზე ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფებოდა. BBC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, ტანკერების დაზიანება ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია. გავრცელებულ კადრებში ჩანს ერთ-ერთი ტანკერი, რომელიც შუაზეა გატეხილი და იძირება. ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად დაღუპულია ეკიპაჟის, სულ მცირე, ერთი წევრი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტანკერი – „ვოლოგონეფტ 212“, მეორე კი „ვოლოგონეფტ 239“-ია. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინციდენტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.