უკრაინაში ღამით საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, "შაჰედის" დრონების თავდასხმის გამო ჩაირთო. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი არტილერიითა და დრონებით დაბომბეს, ასევე იერიში იყო სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმისთვის, რომ უკრაინამ დიპლომატიაში სწორ შედეგებს მიაღწიოს, კურსკის ოლქში ძალაა საჭირო. მისივე თქმით, პოკროვსკის მიმართულებით და კურახოვოში კვლავ მძიმე ვითარებაა. ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი უკრაინისთვის საიმედო და გარანტირებული მშვიდობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.