დედაქალაქის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. უკვე მე-19 დღეა, რაც თბილისის ცენტრალურ ქუჩებში უწყვეტი დემონსტრაციები იმართება. წინა დღეების მსგავსად, დედაქალაქში დღესაც რამდენიმე მსვლელობა არის დაგეგმილი. საპროტესტო გამოსვლებს სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ადამიანები უერთდებიან. მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. კონკრეტულად რას აცხადებენ მომიტინგეები.