გუშინ საღამოს, საქართველოს პარლამენტის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართ. პროტესტის მე-18 დღეს, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 19:00 საათიდან შეიკრიბნენ. მათ მარშის ის მონაწილეებიც შეუერთდნენ, რომლებიც მანამდე ქალაქის სხვადასხვა წერტილში აქციას და მსვლელობას მართავდნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები. აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ევროკავშირის მხარდამჭერი ბანერები.