საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე, მაიოტაში ციკლონ „ჩიდოს“ ასობით ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე, მაიოტაში ციკლონ „ჩიდოს“ ასობით ადამიანი ემსხვერპლა

2024-12-16 09:23:19+04:00

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე, მაიოტაში ციკლონ „ჩიდოს“ ასობით ადამიანი ემსხვერპლა. გასულ ღამეს ციკლონი მაიოტას დაატყდა თავს, რის შედეგად დაზიანდა დროებითი საცხოვრებელი სახლები, სამთავრობო შენობები და საავადმყოფო. „როიტერის“ ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, ათასობით ადამიანს აღწევდეს. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ბოლო 90 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი ციკლონია, რომელიც ამ ტერიტორიაზე ყოფილა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ციკლონის შემდეგ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთული იყო, რამაც ასევე გააჩინა შეშფოთება საკვების, წყლისა და სანიტარული პირობების ხელმისაწვდომობის შესახებ. მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მომხდარი სტიქიის გამო მწუხარება გამოთქვა.