დღეს, ევროკავშირში დაგეგმილ მინისტერიალს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში უკვე გამოეხმაურნენ. ქართულ ოპოზიციაში საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობის საჭიროებაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ისინი უვიზო მიმოსვლის შეჩერების ბერკეტსაც გამოიყენებენ. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები პარტნიორებს მოუწოდებენ, რომ სავიზო შეზღუდვები არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ „ქართული ოცნების“ წევრებს დაუწესონ.