აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ალეხანდრო მაიორკასი მოსახლეობას არწმუნებს, რომ ფედერალური მთავრობა იღებს შესაბამის ზომებს რამდენიმე შტატში დაფიქსირებულ გაურკვეველი წარმომავლობის დრონებთან დაკავშირებით - Palitra News

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ალეხანდრო მაიორკასი მოსახლეობას არწმუნებს, რომ ფედერალური მთავრობა იღებს შესაბამის ზომებს რამდენიმე შტატში დაფიქსირებულ გაურკვეველი წარმომავლობის დრონებთან დაკავშირებით

2024-12-16 09:21:14+04:00

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ალეხანდრო მაიორკასი მოსახლეობას არწმუნებს, რომ ფედერალური მთავრობა იღებს შესაბამის ზომებს რამდენიმე შტატში დაფიქსირებულ გაურკვეველი წარმომავლობის დრონებთან დაკავშირებით. მაიორკასმა ამის სესახებ „ეიბისის“ ეთერში ისაუბრა.

შიდა უსაფრთხოების მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ ნიუ ჯერსის შტატში ბოლო დღეებში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ცნობები გახშირდა და ეჭვგარეშეა, რომ ხალხი დრონებს ხედავს.

მინისტრმა ასევე მოუწოდა კონგრესს, რომ ფედერალურ და ადგილობრივ მოხელეებს მიანიჭოს უფლებამოსილება ფედერალური ზედამხედველობის ქვეშ დრონების საქმიანობის წინააღმდეგ გასატარებელი ზომებისთვის. მაიორკასმა ივარაუდა, რომ დრონების შესახებ შეტყობინებების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ 2023 წლის სექტემბერში დრონების ღამით ფრენის ნებართვა გასცა.