უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შეხვდა. ორბანის მიერ სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე 10 დეკემბერს გამოქვეყნებული მოკლე ტექსტის თანახმად, შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა. „აშშ დღეს. მომავალი დაიწყო!“ - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. თუმცა არ აკონკრეტებს თუ რა საკითხები განიხილეს ტრამპის რეზიდენციაში. ვიქტორ ორბანის ინფორმაციით, შეხვდა ილონ მასკსა და მაიკ უოლცსაც. დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერს საკუთარ რეზიდენციაში 2024 წლის ივლისშიც უმასპინძლა.