ბოლო ათი დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციების გაშუქებისას. ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მედიის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია. - ამის შესახებ ინფორმაციას მედიაომბუდსმენი ავრცელებს. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნება ძალის გამოყენებით ცდილობს დაადუმოს კრიტიკული მედია, რომელიც დემოკრატიის გაძლიერებისთვის შეუცვლელია. მედიაომბუდსმენი საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და დანაშაულთა დაუსჯელობის ტენდენციაზე მიუთითებს.