უნდა ველოდოთ თუ არა საერთაშორისო სანქციების გაფართოებას? - Palitra News

უნდა ველოდოთ თუ არა საერთაშორისო სანქციების გაფართოებას?

2024-12-10 12:10:16+04:00

საქართველოს ხელისუფლების კურსს, რომელიც დასავლელი პარტნიორებისთვის ევროპული გზიდან გადახვევას ნიშნავს, ოკუპანტი სახელმწიფო პრაგმატულ პოლიტიკას უწოდებს . და ვიდრე ქართული ოცნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან შექებას იღებს, ქვეყნის ევროპელი პარტნიორები მმართველი გუნდს ანტიდემოკარტიულ ქმედებებში ადანაშაულებენ. ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკური აქტორები მოითხოვენ პასუხსგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე. საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილების საპასუხოდ, "ქართული ოცნების" ლიდერები კვლავ უცხოელი აქტორების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობენ. უნდა ველოდოთ თუ არა საერთაშორისო სანქციების გაფართოებას?