ამ წუთებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ორგანიზაცია ჩემი ხმის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. ამის პარალელურად უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა დეტალური შესწავლა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთაგან ერთ-ერთის სახლის ჩხრეკაც ჩატარდა.