28 ნოემბრიდან დღემდე აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაში მიცემულია 30-ზე მეტი პირი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 372 - Palitra News

28 ნოემბრიდან დღემდე აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაში მიცემულია 30-ზე მეტი პირი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 372

2024-12-09 09:18:47+04:00

28 ნოემბრიდან დღემდე აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაში მიცემულია 30-ზე მეტი პირი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 372, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დარახველიძე ბრიფნგზე მიესალმა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, შეკრება-მანიფესტაციებზე ე.წ. ნიღბების აკრძალვის თაობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, კანონის მიღება აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობს დაუსჯელობის განცდას და პოლიციას საშუალებას მისცემს, დროულად მოახდინოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი სათანადო წესით დასჯა.