საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს. ემაუნელა მაკრონმა საფრანგეთის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და პირობა დადო, რომ თანამდებობაზე მანდატის სრულად ამოწურვამდე დარჩება. მან მადლობა გადაუხადა მიშელ ბარნიეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას გაწეული მუშაობისთვის, ხოლო ულტრა მემარჯვენეები და მემარცხენეები მთავრობის დამხობის მიზნით "რესპუბლიკის საწინააღმდეგო ფრონტში" თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მიშელ ბარნიე, რომლის მთავრობასაც საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა, გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.