საპროტესტო გამოსვლების მე-8 დღე - რუსთაველის გამზირზე კვლავ საპროტესტო აქცია იწყება - Palitra News

საპროტესტო გამოსვლების მე-8 დღე - რუსთაველის გამზირზე კვლავ საპროტესტო აქცია იწყება

2024-12-05 22:10:25+04:00

საპროტესტო გამოსვლების მე-8 დღე - რუსთაველის გამზირზე კვლავ საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე კვლავ იკრიბებიან მოქალაქეები და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირი.

აღშანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიციამ რიგით მოქალაქეებთან ერთად, ახლა უკვე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დააკავა - ამ დრომდე ისინი საპატიმროებში რჩებიან, მათ შორის არის ნიკა გვარამია, რომელსაც გუშინ ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი დააკავეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რომ ამ წუთებში რუსთაველის თეატრთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე გზა უკვე გადაკეტეს. როგორც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თეატრის დარბაზში უნდა ესაუბრათ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე, მაგრამ „რობერტ სტურუამ ეს არ ისურვა“.