ენტონი ბლინკენი - შეერთებული შტატები ახლა ემზადება  ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, მათ შორისაა დამატებითი სანქციები - Palitra News

ენტონი ბლინკენი - შეერთებული შტატები ახლა ემზადება  ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, მათ შორისაა დამატებითი სანქციები

2024-12-05 09:27:55+04:00

"შეერთებული შტატები ახლა ემზადება ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, მათ შორისაა დამატებითი სანქციები", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ და დაპატიმრებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამერიკული მხარე მოუწოდებს მმართველ გუნდს შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. „„ისინი, ვინც ძირს უთხრან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, ვინც თრგუნავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე - პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“- განაცხადა ბლინკენმა.