ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოსახლეობის პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას და ამ მიზნით საკოორდინაციო ფორმატის შექმნას აანონსებს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საკოორდინაციო ფორმატში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს მათ შორის, აქციებზე დაშავებულ პირებსაც ექნებათ. ქურდოვანიძის განცხადებით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ადამიანის უფლებების დარღვევებს მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში უწევს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს