თბილისში, დიღმის პოლიციის სამმართველოსთან აქციებზე დაკავებულთა სოლიდარობისა და მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა - Palitra News

თბილისში, დიღმის პოლიციის სამმართველოსთან აქციებზე დაკავებულთა სოლიდარობისა და მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

2024-12-03 21:12:41+04:00

თბილისში, დიღმის პოლიციის სამმართველოსთან აქციებზე დაკავებულთა სოლიდარობისა და მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. პოლიციის სამმართველოსთან აქციის მონაწილეებმა შემდეგი სახის ტრანსპარანტები მიიტანეს. მანიფესტანტებს ადგილზე მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებსაც სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დაზიანებები მიაყენეს. დემონსტრანტების განცხადებით, პასუხი უნდა აგონ როგორც მმართველი პარტიის წევრებმა, ასევე იმ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმაც, ვინც უდანაშაულო მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება.