შსს-ს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს - Palitra News

შსს-ს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს

2024-12-03 12:42:19+04:00

2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა დაკავებული.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გუშინ მიმდინარე აქციის დროს 12-მა სამართალდამცავმა მიიღო დაზიანება.

დაკავებული პირები სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს.