გაგრძელდება თუ არა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციების პოლიტიკა ქართველი ოფიციალური პირების მიმართ? - ამერიკელი სენატორები არ გამორიცხავენ დამატებით სპეციალურ ზომებს აშშ-მაც მიმართოს. ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში კოლეგებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებების საპასუხოდ ხისტი პოზიციისთვის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. მანამდე გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბალტიის სამმა სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილმთან ერთად 10 ოფიციალურ პირს ესტონეთის ლატვიისა და ლიეტუვის საზღვრების გადაკვეთა აუკრძალა.