საერთაშორისო ლიდერები საქართველოში მიმდინარე პოროცესებს ეხმაურებიან. ევროპელი და ამერიკელი ლიდერები პროევროპელი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას გმობენ და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. ლიდერები „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ყველა პირის მიმართ, რომელიც მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობს, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ, შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია.