პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს - Palitra News

პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

2024-12-01 19:48:17+04:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ბრიფინგი ათონელის რეზიდენციაში 21:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კონსულტაციების მიზნით, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდება.