“პირველ არხთან”, სადაც მაუწყებლის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა.
უფრო კონკრეტულად, აქციის მონაწილეები საეთერო დროს ითხოვენ და სურთ, რომ “პირველი არხის” შენობაში შევიდნენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ტელეწამყვან ნინო ზაუტაშვილის ეთერს ითხოვენ და ამბობენ, რომ თავად წამყვანმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენ ადამიანს და ვის დაუთმობს საკუთარი გადაცემის დროს.
მათ “პირველ არხის” გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა უთხრა, რომ გადაცემას ტექნიკურად დაგეგმავენ და მიიწვევენ.
ასევე მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას “პირველი არხის” ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.
შეგახსენებთ, რომ “პირველი არხის” შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის, მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგებით - “საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“.