ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - Palitra News

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი

2024-11-28 21:08:39+04:00

ქვეყნის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე საქარველოს ხელისუფლება ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე უარს აცხადებს.

კობახიძის ამ განცხადებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც შეეხო არაერთ საკითხს, მათ შორის საუბარია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურობასა და ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა.