"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. მას პოსტის დასაკავებლად 14 დეკემბერს ჩანიშნულ არჩევნებზე 300 წევრისგან შემდგარი კოლეგიის ხმების 2/3 დასჭირდება... მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეული ღირსება უნდა დაუბრუნოს. თუმცა საკმაოდ ხისტი და კრიტიკულია ოპოზიცია. ოპონენტები პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის დასახელებას ინსტიტუტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ და ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ პოსტზე გაუნათლებელი, უზრდელი და ანტიდასავლელი კანდიდატი წარადგინა.