ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლი - Palitra News

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაამტკიცებს

2024-11-26 21:46:23+04:00

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაამტკიცებს.

მისი თქმით, აშშ-ისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმება ისრაელის უსაფრთხოების ყველა საკითხს ითვალისწინებს. ჯოზეფ ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელს დამატებითი მოთხოვნები არ ექნება. 25 ნოემბერს ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და უშიშროების კაბინეტი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასამტკიცებლად შეიკრიბება.