მისი თქმით, აშშ-ისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმება ისრაელის უსაფრთხოების ყველა საკითხს ითვალისწინებს. ჯოზეფ ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელს დამატებითი მოთხოვნები არ ექნება. 25 ნოემბერს ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და უშიშროების კაბინეტი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასამტკიცებლად შეიკრიბება.