მე-11 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცესი ოფიციალურად დაიწყო - Palitra News

მე-11 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცესი ოფიციალურად დაიწყო

2024-11-26 21:05:40+04:00

მე-11 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა დღეს 5 მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მინისტორიბის კანდიდატებმა საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები ახალ დეპუტატებს წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ ახალი პარლამენტის წევრებმა დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრობის კანდიდატებსაც მაკა ბოჭორიშვილსა და ანრი ოხანაშვილსაც მოუსმინეს.