რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 188 დრონი გაუშვეს - უკრაინელებმა 76 დრონი ჩამოაგდეს - Palitra News

რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 188 დრონი გაუშვეს - უკრაინელებმა 76 დრონი ჩამოაგდეს

2024-11-26 12:10:24+04:00

რუსებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 188 დრონი გაუშვეს, უკრაინელებმა 76 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული ძალების მიერ გაშვებული 95 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 5 დრონი კი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.

„26 ნოემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის დროს მტერმა რეკორდული რაოდენობის დრონები გაუშვა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.