XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უკვე დასრულდა. პარლამენტმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად აღიარა. კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდეგაც კენჭისყრაც ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 დეპუტატმა ცნო. ამის შემდეგ, მმართველი პარტიის დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. პარლამენტის დარბაზში დღეს “ქართული ოცნების“ სიით არჩეულ წევრებთან ერთად სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი და ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ოპოზიციისთვის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი სკამები კი ცარიელი იყო.