აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრები გამართეს - Palitra News

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრები გამართეს

2024-11-22 12:32:55+04:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ამჯერად, ისნის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შეხვდა. შეხვედრას ისნის რაიონის გამგეობისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრბოდნენ. მხარეებმა დევნილთა საჭიროებებზე, სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.