აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ამჯერად, ისნის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შეხვდა. შეხვედრას ისნის რაიონის გამგეობისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრბოდნენ. მხარეებმა დევნილთა საჭიროებებზე, სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.