ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას 23 ნოემბერს, 15 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აანონსებენ - Palitra News

ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას 23 ნოემბერს, 15 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აანონსებენ

2024-11-22 09:19:08+04:00

26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად წინააღმდეგობას განაგძობს. ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას 23 ნოემბერს, 15 საათზე კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აანონსებენ. პარტიები საზოგადოებას "გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად" აქციაზე მისვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.