პაკისტანში, შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 38 ადამიანი - Palitra News

პაკისტანში, შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 38 ადამიანი

2024-11-21 18:52:56+04:00

ჩრდილოეთ პაკისტანში, შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის მთავარ მდივანზე, ნადიმ ასლამ ჩოდრიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს დიდი ტრაგედიაა და დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება“, - განაცხადა ნადიმ ასლამ ჩოდრიმ.

პროვინციის მდივანმა აღნიშნა, რომ შემთხვევა, რის შედეგადაც, 29 ადამიანი დაშავდა, ტომებით დასახლებულ კურამის რაიონში მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.