უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიური რეჟიმით ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას.