სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშ - Palitra News

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

2024-11-20 21:00:08+04:00

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიური რეჟიმით ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას.