პრეზიდენტის და 30 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ შეტანილი სარჩელი სასამართლოში და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

პრეზიდენტის და 30 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ შეტანილი სარჩელი სასამართლოში და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

2024-11-20 12:19:43+04:00

საარჩევნო დარღვევების თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა 30 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ შეტანილ სარჩელზეც მოუწევს, რომლიც საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება. სასამართლოს სარჩელის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს. მოსარჩელე მხარეები ამ გზით მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას შეეცდებიან. საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებენ პოლიტიკური აქტორები.