ჯანდაცვის დაცვის სამინისტროში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, ამჯერად დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნისა და სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა საკითხებზე ისაუბრეს. სამინისტროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრები პერმანენტულად იმართება, დისკუსიის მიზანია სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა და მომავალი წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირება.