საქართველოში ოპოზიციის საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ პარლამენტისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება. 25 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოს მმათველია პარტია მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას წარუდგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრებს მოუწოდა აქტიურად იმუშაონ 4 წლიანი სამთავრობო პროგრამის დეტალების საბოლოოდ დაზუსტებაზე.