ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება და ოპოზიციის ქმედებები - კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე - Palitra News

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება და ოპოზიციის ქმედებები - კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე

2024-11-18 12:19:32+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება, ოპოზიციის ქმედებები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები - ამ საკითხებზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ოპოზიციური პარტიების დასუსტება, ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტად დაასახელა.