ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება, ოპოზიციის ქმედებები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები - ამ საკითხებზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ოპოზიციური პარტიების დასუსტება, ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტად დაასახელა.